|
ინფორმაცია შემკვეთებისთვის
მოთხოვნები მაკეტის მიმართ

დასაბეჭდად მიიღება შემდეგი  ტექნიკური პარამეტრების მაკეტი:

- ვექტორული ფორმატის შემთხვევაში:

  •   Adobe Illustrator(*.ai);
  •  CorelDraw(*.cdr);
  • Macromedia FreeHand (.*fh)

დასაბეჭდად გამზადებულ ფაილში შრიფტები გადაყვანილი უნდა იყოს წირებში. სამუშაო ფერთა გამა უნდა იყოს CMYK.

- პიქსელური (წერტილოვანი) ფორმატის შემთხვევაში:

  • Adobe Photoshop (.*psd)-ის ფაილები CS2 ვერსია და ზევით;

 ფაილები შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის შემდეგი ფორმატების:

  •    Tagged Image File Format(.*tif);
  •    Encapsulated PostScript(.*eps);
  • Joint Picture Experts Group (.*jpg)

საჭირო ზომით და 300 dpi რეზოლუციით. ფაილები უნდა იყოს CMYK ფერთა მოდელის Eurostandard–ის ფერდაშლით. ფაილში CMYK საღებავების ჯამური შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს 340%-ს.

– მაკეტირების ფორმატის შემთხვევაში:

  •  Adobe InDesign CS2 (*.indd) ან ზევით;
  •  QuarkXPress 7.5 (*.qxd) ან ზევით.

მაკეტს თან უნდა ახლდეს მასში გამოყენებული ყველა შრიფტი და გრაფიკული ფაილი. მაკეტი უნდა იყოს CMYK ფერებში, გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს ჭრის ზონები (bleed) 3-5 მმ, ხოლო ჭრის შემდეგ მნიშვნელოვანი ობიექტები კიდეებიდან დაცილებული უნდა იყოს 3-5 მმ მაინც. მაკეტში რეკომენებულია გამოყენებულ იქნას PostScript შრიფტები.

  • Portable Document Format(.*pdf);
  •  PostScript(.*ps) ფაილები უნდა იყოს CMYK ფორმატის, გათვალისწინებული უნდა იყოს ჭრის ზონები (bleed), უნდა ახლდეს კვეთის ხაზები (crop marks) კვეთის ხაზები მაკეტიდან დაცილებული (offset) უნდა იყოს 55 მმ–ით.

სხვა ფორმატში დამზადებული ფაილები, მაგ. *.doc, *.xls, *.pub, *.ppt და ა.შ.,  მაკეტად არ ითვლება;

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შავი ფერის მცირე ობიექტები (მცირე ზომის ტექსტები და/ან  კონტურები)  უნდა იყოს ერთ ფერში (c=0 m=0 y=0 k=100), ხოლო თუ ისინი რაიმე ობიექტის ზემოდან დევს აუცილებელია overprint ფუნქციის ჩართვა. შედგენილი შავი ფერის, ე.წ. super black–ის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი კომბინაცია c=65 m=55 y=55 k=100.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 342240; 899 342240

ქაღალდის ტიპები და ზომები

ქაღალდის შერჩევა მნიშვნელოვანია ბეჭდვითი პროექტის განხორციელებისას. დღეისათვის ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა ტიპის ქაღალდი. სანამ შეუკვეთავთ კარგი იქნება თვალი გადაავლოთ ჩვენს რეკომენდაციებს და რჩევებს. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვოთ და ნახოთ თქვენი პროექტისთვის შერჩეული ქაღალდის ნიმუში წინასწარ.

ქაღალდის ძირითადი ტიპები

  • ოფსეტური ქაღალდი – ასევე ცნობილია როგორც წიგნის ან ტექსტის ქაღალდი. შესაძლებელია ჰქონდეს მოპირკეთებული ზედაპირი. ოფსეტური ქაღალდი  შედარებით თხელი და მსუბუქია.  ძირითადად გამოიყენება შიდა გვერდებისთვის, ბროშურებისთვის,  ბლანკებისთვის და ა. შ.
  • ცარცის ქაღალდი  –  უმაღლესი ხარისხის ქაღალდი, რომელიც დაფარულია სპეციალური ფენით (კაოლინი), რაც იწევს ბოჭკოების დაფარვას. ქაღალდი არის გლუვი, სითეთრის მაღალი მაჩვენებლით. შეიძლება იყოს პრიალა ან მქრქალი. ძირითადად გამოიყენება სარეკლამო პოლიგრაფიაში ბროშურების, კალენდრების, ჟურნალის ყდების, შიდა გვერდებისდა ა.შ.  ბეჭდვისთვის.  
  • ეტიკეტის ქაღალდი  –  სხვადასხვა ზედაპირზე დასაკრავად გამოსაყენებელი ეტიკეტების დასამზადებელი ქაღალდი.  ასეთ ქაღალდს ახასიათებს ტენიანობისა და ტემპერატურისადმი მდგრადობა. შესაძლებელია იყოს თვითწებვადი ან მეტალიზებული.
  • ტილოს ქაღალდი  – ასეთ ქაღალდს აქვს ტექსტურული ზედაპირი. გამოიყენება სავიზიტო ბარათების, სერთიფიკატების, სატიტულო ბლანკების და ა. შ. ბეჭდვისას.
  • მუყაოს ქაღალდი  –  მუყაოს ქაღალდი შეიძლება იყოს ბოჭკოვანი, ბრისტოლის, ცარცის  და სხვ. გამოიყენება შესაფუთი მასალების, ყუთების, დეკორატიული ელემენტების და ა. შ. დასამზადებლად.


ქაღალდი შეიძლება იყოს პრიალა (gloss), ნახევრადპრიალა (semigloss) ამ მქრქალი (matt), გარდა ამისა, შეკვეთის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ქაღალდის სიმკვრივე და ფორმატი (ზომა). ბეჭდვის დროს ძირითადად  გამოიყენება A და B ფორმატის  ქაღალდები.

 

ქაღალდის სიმკვრივე განისაზღვრება ქაღალდის წონით გრამებში, რომელიც მას აქვს 1მ2 ზედაპირზე. ოფსეტურ პოლიგრაფიაში გამოყენებული ძირითადი ტიპის ქაღალდების სიმკვრივე მერყეობს 60 – დან 300 გრ/მ2 – მდე. გაზეთის ქაღალდს აქვს 45–დან 60გრ/მ2 –მდე სიმკვრივე. ჩვეულებრივი ე.წ. ქსეროქსის ქაღალდის სიმკვრივეა
80გრ/მ2 , სავიზიტო ბარათების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება 200–დან 300 გრ/მ2 –მდე სიმკვრივის ქაღალდი, სარეკლამო ფურცლების, ფლაერების, ბუკლეტებისთვის ძირითადად გამოიყენება 135-170გრ/მ2 ქაღალდი, პლაკატების, კალენდრებისთვის კი – 135-300გრ/მ2 სიმკვრივის ქაღალდები.

 

A ფორმატი          B ფორმატი

 

როგორ შევუკვეთოთ:
  •  თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ოფისის ტელეფონებზე (მითითებულია განყოფილებაში „კონტაქტი“);
  • შეავსოთ შეკვეთის ფორმა, რომელშიც მიუთითებთ დასაბეჭდი მასალის სპეციფიკაციებს;
  • მოგვწეროთ ელ.ფოსტით;
  • დაგვიკავშირდეთ  skype–ით.