ეკოლოგიური ბეჭდვა და მდგრადი განვითარება

მცენარეული ცხიმების გამოყენებით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, შესაძლებელია ოფსეტური ბეჭდვის საღებავების ჩანაცვლება. ეს განაცხადი, რომელიც გააკეთა სუფთა მასალების მწარმოებელმა კომპანიამ “EnNatura“, დააინტერესებს ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ განავითარონ „მწვანე ბეჭდვა“ და მზად არიან აწარმოონ პროდუქცია ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს.
„მწვანე“ საღებავები შეიქმნილია მცენარეული და ორგანული ცხიმების გამოყენებით და იმედოვნებენ ეს პროდუქცია საბოლოოდ ჩაანაცვლებს ტრადიციულ საბეჭდ საღებავებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების და აქროლადი სითხეების გამოყენებით არის დამზადებული. დღეისათვის ბეჭდვითი ინდუსტრია მოითხოვს საღებავების და გამხსნელების მასიურ წარმოებას. საერთაშორისო პოლიგრაფიული ინდუსტრია წელიწადში 500 000 ტონა აქროლად ნივთიერებას მოიხმარს, რომლის დამზადებაში მილიონ ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი იხარჯება.
„მწვანე“ საღებავები იძლევა უმაღლეს ხარისხს ზედმეტი დანახარჯების გარეშე და ამასთან ქმნის უფრო უსაფრთხო გარემოს საწარმოში მომუშავე პერსონალისთვის, რაც არის ეკოლოგიური ბეჭდვის ვალდებულების ნაწილი.

12.01.2011